
მსოფლიოში, სამშენებლო ობიექტზე სიმაღლიდან ვარდნა სიკვდილიანობისა და მძიმე ტრავმების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. საქართველოშიც, სადაც მშენებლობა მაღალი რისკის დარგად ითვლება, თითოეული თავიდან აცილებული ვარდნა ნიშნავს — ერთით მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს.
სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლის დაცვაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოაჯირებს — უსაფრთხოების დამცავ სისტემებს, ვარდნის პრევენციის ბარიერებს.
თბილისი
ეს არ არის მხოლოდ „ტექნიკური მოთხოვნა” ესაა სიცოცხლის დამცავი ინფრასტრუქტურა, კოლექტიური დაცვა ვარდნისგან : ფიზიკური ბარიერი, რომელიც უმნიშვნელოვანეს წერტილებში — კედლის, პლატის, გადახურვის ან ნებისმიერი ღია კიდის პერიმეტრზე მონტაჟდება. სწორი მოაჯირები, ყოველ პროექტზე მინიმუმ რამდენიმე პოტენციური ინციდენტის პრევენციას უზრუნველყოფს.
ხშირად ობიექტებზე გვხვდება დროებით შეკრული ხის პლანკებისგან დამზადებული ბარიერები: პოსტებს შორის არათანაბარი შუალედებით, არასანდო ანკერირებით და დაბალი სიმტკიცით. ასეთი მოაჯირები მარტივად მონტაჟდება და გამოირჩევა დაბალი თვითღირებულებით. მსგავსი ბარიერი გვაძლევს ცრუ უსაფრთხოების განცდას, მაგრამ შესაძლოა ადამიანი საჭირო დროს ვერ დაიცვას.
ხესთან შედარებით მძლავრი და გამძლეა, მაგრამ საიმედოობა დამოკიდებულია სწორ ანკერირებაზე, პოსტებს შორის სწორი შუალედების დაცვაზე, ბორტის არსებობაზე და რეგულარულ ინსპექტირებაზე. არასათანადო მონტაჟმა ან უხარისხო კომპონენტებმა შეიძლება კვლავ შექმნას ჩავარდნის, დეფორმაციის ან ინსტრუმენტების/ნამსხვრევების ჩამოვარდნის რისკი.
ბათუმი
ქარხნულად დაპროექტებული და დატესტილი მოდულური სისტემები, რომლებიც აკმაყოფილებს ძალისა და გეომეტრიის მოთხოვნებს, მოიცავს:
სისტემა სწრაფად მონტაჟდება და მარტივად მოწმდება. ამ კატეგორიაში ვარდნის რისკი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
ამგვარი დაცვის სისტემებში სპეციალიზებულია შვედური ბრენდი Safety Respect-ი. მათი სლოგანი ,, ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს” მილიონობით ადამიანის ყოველდღიურობაში მართლდება.
თბილისი
თბილისი
თბილისი
ინჟინრულად წინასწარ დაპროექტებული მოდულების გამო, Safety Respect-ის სისტემა საშუალოდ კიდევ უფრო სწრაფად მონტაჟდება, ვიდრე ადგილზე აწყობილი, ხელნაკეთი ბარიერები. რეგულირებადი პოსტები, უნივერსალური სამაგრები და ბორტები თავიდან გვაცილებს კომპონენტების დაჭრისა და მორგების საჭიროებას და მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანური შეცდომა.
შვედური ინჟინერია მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა, საქართველოში კი გასული ზაფხულიდან დღემდე, Safety Respect-ი 50-მდე სამშენებლო ობიექტს იცავს.
თბილისი