სივრცული ხარაჩო შექმნილია თანამედროვე სამშენებლო და ტექნიკური პროექტების მრავალფეროვანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ეს დროებითი სტრუქტურიზებული ჩარჩო უზრუნველყოფს დატვირთვის სტაბილურებასა და სიმტკიცეს, აფერხებს ძვრებს და იცავს ჩამონგრევისგან. ამავდროულად, გამოირჩევა უნიკალური უპირატესობებით:
H ტიპის, მძიმე სერიის ცხლად გალვანიზებული ლითონის სივრცული ხარაჩო ხასიათდება სტაბილური, მოქნილი კონსტრუქციით და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას სამშენებლო მოედანზე. აღჭურვილია 1 მეტრი სიგრძის რეგულირებადი ქვედა საბჯენითა და 1-მეტრიანი რეგულირებადი და კოჭის დამჭერი სისტემით (ჩანგლებით). სისტემას თან ახლავს ინტეგრირებული კიბე და კოჭის ჩამკეტი აქსესუარები, რაც ამარტივებს ხარაჩოს კომპლექტში სართულებს შორის გადაადგილებას.
აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტს: EN74/BS1139
H ტიპის ალუმინის მძიმე სერიის სივრცული ხარაჩო გამოირჩევა განსაკუთრებული სიმსუბუქითა და სრულყოფილი დიზაინით. ფოლადის ხარაჩოზე 3-ჯერ უფრო მსუბუქია, რაც ამარტივებს ტრანსპორტირებას და სისტემის აწყობა ერთ ან ორ ადამიანსაც შეუძლია. აღჭურვილია 1 მეტრი სიგრძის რეგულირებადი ქვედა საბჯენით და 1-მეტრიანი რეგულირებადი კოჭის დამჭერი სისტემით (ჩანგლებით). სისტემას თან ახლავს კოჭის ჩამკეტი აქსესუარები, რაც ამარტივებს ხარაჩოს კომპლექტში სართულებს შორის გადაადგილებას.
ადაპტირებადია ნებისმიერი აპლიკაციისთვის:
ალუმინის თუ ლითონის სივრცული ხარაჩო?
ალუმინის სივრცული ხარაჩოს მთავარი უპირატესობაა მსუბუქი და მტკიცე კონსტრუქცია, რაც ამარტივებს ტრანსპორტირებასა და შემდგომ მუშაობის პროცესს - მსუბუქი ნაწილები და მოდულური შემაერთებლები ამცირებენ მონტაჟის დროს. ამას გარდა, ფოლადისგან განსხვავებით, ალუმინი ბეტონზე არ ტოვებს ჟანგის კვალს.
შესაძლებელია როგორც ქირაობა, ისე შესყიდვა.