365 დღე | 24/7
GE / EN

სივრცული ხარაჩო - უნივერსალური სამშენებლო გადაწყვეტა

ინოვაცია
|
სივრცული ხარაჩო

სივრცული ხარაჩო შექმნილია თანამედროვე სამშენებლო და ტექნიკური პროექტების მრავალფეროვანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ნატახტარი

ნატახტარი

სივცრული ხარაჩოს უპირატესობები:

ეს დროებითი სტრუქტურიზებული ჩარჩო უზრუნველყოფს დატვირთვის სტაბილურებასა და სიმტკიცეს, აფერხებს ძვრებს და იცავს ჩამონგრევისგან. ამავდროულად, გამოირჩევა უნიკალური უპირატესობებით:

  • მოდულური დიზაინი - ადვილად ადაპტირდება სხვადასხვა განლაგებასა და სიმაღლეზე
  • სტანდარტებთან შესაბამისობა -  აკმაყოფილებს ინჟინერიისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს
  • ხარჯთეფეტურობა - გათვლილია მრავალჯერად გამოყენებაზე

სივრცული ხარაჩოს ორი ძირითადი ტიპი არსებობს:

  • ლითონის სივრცული ხარაჩო
  • ალუმინის სივრცული ხარაჩო

ლითონის სივრცული ხარაჩო

H ტიპის, მძიმე სერიის ცხლად გალვანიზებული ლითონის სივრცული ხარაჩო ხასიათდება სტაბილური, მოქნილი კონსტრუქციით და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას სამშენებლო მოედანზე. აღჭურვილია 1 მეტრი სიგრძის რეგულირებადი ქვედა საბჯენითა და 1-მეტრიანი რეგულირებადი და კოჭის დამჭერი სისტემით (ჩანგლებით). სისტემას თან ახლავს ინტეგრირებული კიბე და კოჭის ჩამკეტი აქსესუარები, რაც ამარტივებს ხარაჩოს კომპლექტში  სართულებს შორის გადაადგილებას.

  • გათვლილია მაღალ სამუშაო დატვირთვაზე
  • მოდულური დიზაინი სწრაფად აწყობისა და დაშლის შესაძლებლობას ქმნის.
  • რეგულირებადი სიმაღლე და კონფიგურაციები სხვადასხვა პროექტზე ადაპტირებადს ხდის.
  • საჭიროებს მცირე რაოდენობით დამატებით აქსესუარს.
  • შექმნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის
  • გამოირჩევა ხარჯთეფექტურობით
  • მდგრადია კოროზიისადმი
  • მნიშვნელოვნად ამარტივებს  მაღალი და სქელი გადახურვის ფილის ჩასხმას

ადაპტირებადია ნებისმიერი აპლიკაციისთვის:

  • საცხოვრებელი პროექტი
  • საწარმო
  • კომერციული ობიექტი
  • ესტაკადები
  • გვირაბები

აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტს: EN74/BS1139

ალუმინის სივრცული ხარაჩო

H ტიპის ალუმინის მძიმე სერიის სივრცული ხარაჩო გამოირჩევა განსაკუთრებული სიმსუბუქითა და სრულყოფილი დიზაინით. ფოლადის ხარაჩოზე 3-ჯერ უფრო მსუბუქია, რაც ამარტივებს ტრანსპორტირებას და სისტემის აწყობა ერთ ან ორ ადამიანსაც შეუძლია. აღჭურვილია 1 მეტრი სიგრძის რეგულირებადი ქვედა საბჯენით და 1-მეტრიანი რეგულირებადი კოჭის დამჭერი სისტემით (ჩანგლებით). სისტემას თან ახლავს კოჭის ჩამკეტი აქსესუარები, რაც ამარტივებს ხარაჩოს კომპლექტში სართულებს შორის გადაადგილებას.

  • აღჭურვილია მოდელირებული ჩამკეტებით
  • მდგრადია კოროზიისადმი
  • გათვლილია მაღალ სამუშაო დატვირთვაზე
  • აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტს: EN 1090

თბილისი

ადაპტირებადია ნებისმიერი აპლიკაციისთვის:

  • საცხოვრებელი პროექტი
  • საწარმო
  • კომერციული ობიექტი
  • ესტაკადები
  • გვირაბები

ალუმინის თუ ლითონის სივრცული ხარაჩო?

ალუმინის სივრცული ხარაჩოს მთავარი უპირატესობაა მსუბუქი და მტკიცე კონსტრუქცია, რაც ამარტივებს ტრანსპორტირებასა და შემდგომ მუშაობის პროცესს - მსუბუქი ნაწილები და მოდულური შემაერთებლები ამცირებენ მონტაჟის დროს. ამას გარდა,  ფოლადისგან განსხვავებით, ალუმინი ბეტონზე არ ტოვებს ჟანგის კვალს.


შესაძლებელია როგორც ქირაობა, ისე შესყიდვა.

21/Mar/2025