გერმანია, სინგაპური, ნორვეგია, შვეიცარია – ეს ის ქვეყნებია, სადაც კანონითაა გათვალიწინებული და წახალისებული მწვანე გადახურვის დამონტაჟება ახალ და მიმდინარე სამშენებლო პროექტებში.
უბრალო სახურავის მწვანე სივრცეებად გარდაქმნის კონცეფცია არის არამხოლოდ ტენდენცია, არამედ აუცილებლობა თანამედროვე ურბანიზაციის პირობებში. გარემოსდაცვითი საკითხების აქტუალობასთან ერთად, საქართველოშიც პოპულარული ხდება ამ ტიპის გადახურვა და ამასთან ერთად იზრდება ჰიდროიზოლაციის მნიშვნელლობა. რადგან სწორად შერჩეული და დამონტაჟებული ჰიდროიზოლაციის გარეშე, მწვანე სახურავი სრულიად კარგავს მნიშვნელობას და სერიოზულ ზიანს აყენებს შენობას.
გარდა იმისა, რომ მწვანე სახურავი ვიზუალურად მიმზიდველია, არაერთი უპირატესობით გამოირჩევა:
სახურავზე შესაძლებელი ხდება მცენარეების გაშენება და შიდა ბაღის მოწყობა.
გამოუყენებელი სივრცე მნიშვნელობას იძენს და მაცხოვრებლებისთვის დასასვენებელ თუ განსატვირთ ადგილად იქცევა, რაც ვიზუალური თუ ფუნქციორი თვალსაზრისით იდეალური გადაწყვეტაა.
დაცულობა
იცავს გადახურვის მასალებს ულტრაიისფერი სხივებისა და გარემო ფაქტორებისგან.
ენერგოეფექტურობა
მწვანე გადახურვა აუმჯობესებს შენობის იზოლაციას, რაც ხელს უწყობს ენერგიის ხარჯების შემცირებას.
გაზრდილი ღირებულება და რეპუტაცია
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესბობებისა, მწვანე გადახურვა მნიშვნელოვნად ზრდის ბრენდის რეპუტაციას. ხაზს უსვამს კომპანიის სწრაფვას ჯანსაღი ეკომეგრულული გარემოს შექმნისკენ.
გამოწვევა:
რატომ არის ჰიდროიზოლაცია მნიშვნელოვანი მწვანე გადახურვისთვის?
იცავს შენობის სტრუქტურას
მწვანე გადახურვები ნესტიანია და წყალი ადვილად შეიძლება შევიდეს შენობის ქვეშ, თუ სახურავი სათანადოდ წყალგაუმტარი არ არის. ამან შეიძლება გამოიწვიოს სტრუქტურული დაზიანება, სახურავისა და კედლების გაფუჭება. წყალგაუმტარი მემბრანა კი მოქმედებს, როგორც დამცავი ბარიერი.
ხელს უშლის მცენარის ფესვის შენობაში შეღწევას
მწვანე გადახურვის ერთ-ერთი პოტენციური რისკია ფესვის შეღწევა. მაღალი ხარისხის ჰიდროსაიზოლაციო ფენა ხელს უშლის ფესვების შეღწევას და ამავდროულად, აძლევს მცენარეებს აყვავების საშუალებას.
სახურავს ანიჭებს მეტ გამძლეობას
ჰიდროიზოლაცია ზრდის მწვანე სახურავების სიცოცხლისუნარიანობასა და უსაფრთხოებას.
როგორ შევარჩიოთ ჰიდროიზოლაცია?
ინვესტიცია მაღალი ხარისხის ჰიდროსაიზოლაციო მასალებში, როგორიცაა PVC გეომემბრანა, არა მხოლოდ იცავს შენობის სტრუქტურას, არამედ უზრუნველყოფს მცენარეების სიჯანსაღეს, რაც მწვანე სახურავს ასე უნიკალურს ხდის.
გეომემბრანის სინთეზური გარსი გამძლე და მოქნილია. ამავდროულად, მდგრადია ქიმიური საშუალებებისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ.
ეს მემბრანები ადვილად დასამონტაჟებელია - უწყვეტი დამცავი ბარიერის შესაქმნელად საჭიროა ერთმანეთთან შედუღება.
მაღალი ხარისხის PVC გეომემბრანების გამოყენებით, მწვანე სახურავი უცვლელად შეინარჩუენებს პირვანდელ სახეს.