სვეტი, როგორც არქიტექტურული ელემენტი, ბერძნულ-რომაულ ეპოქაში გაჩნდა და ანტიკური ნაგებობების სიმბოლოდ იქცა. მრგვალი კოლონა, სიმარტივითა და გამორჩეული ესთეტიკით, არქიტექტორების მარადიულ ინსპირაციად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ სვეტები ოდესღაც ტაძრებსა და ისტორიულ ძეგლებში სიდიადეს განასახიერებდა, თანამედროვე სამშენებლო მასალებმა და ტექნიკამ გააფართოვა მისი ვიზუალური თუ ფუნქციონალური შესაძლებლობები.
დიზაინის ტენდენციების განვითარებასთან ერთად, მინიმალიზმი გახდა თანამედროვე არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშანი, რაც ხაზს უსვამს სუფთა ხაზებსა და დიზაინის მკრთალ ელემენტებს.მრგვალი სვეტი თავისი სიმარტივით და ელეგანტურობით იდეალურად ჯდება ამ მინიმალისტურ ეთოსში.
თანამედროვე მრგვალი სვეტი ხასიათდება გლუვი ზედაპირით და აბსოლუტური სიმეტრიულობით. ეს ასახავს ბალანსს და ჰარმონიას შენობის როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში.
სვეტის ესთეტიკა განასახიერებს დიზაინის მარადიულ პრინციპებს - სიძლიერეს, სილამაზეს და პროპორციას.
მინიმალისტური სვეტების დიზაინის შესანიშნავ გადაწყვეტას ვპოულობთ ზაჰა ჰადიდის პროექტში - გუანჯოუს ოპერის თეატრი . შენობის თამამი ესთეტიკა ხასიათდება თავისუფალი სვეტების სიმეტრიული წყობით.
სვეტების სრულყოფილი სიმრგვალისა და სიგლუვის მიღწევა რთული გამოწვევაა. სამშენებლო ტექნიკა ქირით მრავლად გვხვდება, თუმცა რკინის საყალიბე სისტემა უნაკლო მრგვალი სვეტის ვერ შექმნის შესაძლებლობას არ გვაძლევს. გარდა ამისა, მსგავსი მასალის მონტაჟი თუ დემონტაჟი დამატებით ორ დღეს და დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს.
ალტერნატივად, დეველოპერულმა კომპანია NEXT-მა პროექტში DOWNTOWN-ი მრგვალი სვეტების მისაღებად ავსტრიული ბრენდის, ნევოგას ერთჯერადი ყალიბები გამოიყენა.
მონოტუბის ერთჯერადი სისტემა უზრუნველყოფს აბსოლუტურ სიზუსტეს და მნიშვნელოვნად ამარტივებს მუშაობის პროცესს: