ჯორჯიან ქონქრით ქლაბი არის სპეციალური სამშენებლო მასალების ლიდერი დისტრიბუტორი. ჩვენი ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს სამ სტრატეგიულად განლაგებულ საწყობს, უზრუნველყოფს სწრაფ მიწოდებასა და ხელმისაწვდომობას ქვეყნის მასშტაბით, გვაძლევს საშუალებას, ეფექტურად მოვემსახუროთ რეგიონის უდიდეს სამშენებლო კომპანიებს. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ურთიერთობა 50-ზე მეტ საერთაშორისო პარტნიორთან, რათა მოგაწოდოთ ასობით უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ეს გვაქცევს არამხოლოდ სანდო მომწოდებლად, არამედ იმ ძირითადი პრობლემის გადამჭრელად, რაც ეხება სამშენებლო მასალების საჭიროებას.
2011 წელს დაარსებული ჯორჯიან ქონქრით ქლაბის გზა იყო ინოვაციების, ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილებისადმი ერთგულებით სავსე. ჩვენ დასაწყისიდანვე ვისწრაფვოდით სრულყოფილებისკენ, რითიც ვაწესებდით მაღალ სტანდარტებს კონკურენტულ ბაზარზე. შევქმენით ისეთი პროდუქტები და სერვისები, რომლებმაც გარდატეხა მოახდინეს სამშენებლო ბაზარზე.
ჩვენ მუდმივად მივისწრაფით განვითარებისკენ, რათა ჩვენს მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა სამშენებლო ინდუსტრიის სიახლეებზე. ჩვენი ზრდადი და მრავალფეროვანი მომხმარებელთა ბაზა ადასტურებს იმ ნდობას, რომელიც დავიმსახურეთ წლების განმავლობაში. ეს ნდობა დაფუძნებულია ჩვენს გამოცდილებაზე გუნდურ მუშაობაში და კოლაბორაციებში, რაც საშუალებას გვაძლევს გავამყაროთ ურთიერთობები პარტნიორებთან, კლიენტებთან და მათ გუნდებთან.
უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდება, მაღალი სტანდარტით, სამართლიან ფასებში.
დააწესოს უმაღლესი სტანდარტები და იყოს პირველი არჩევანი სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში.
ჩვენი მთავარი მამოძრავებლებია მთლიანობა, პროფესიონალიზმი, სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებებისადმი ერთგულება.
გატაცებული ხართ სამშენებლო ინდუსტრიის მომავლის ფორმირებით? ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ნიჭიერ, მოტივირებულ ადამიანებს, რემლებიც შეუერთდებიან ჩვენს დინამიურ გუნდს. შეავსეთ ფორმა, გაგვიზიარეთ ინფორმაცია და დაგვეხმაროთ ბაზარზე ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში.
Tbilisi
Batumi
Kutaisi
Tbilisi